top of page

მომსახურების სფერო

ჩვენთან თანამშრომლობა, თქვენი წარმატების პირობაა.

WERNER-RI.jpg
WERNER-RI.jpg

საოჯახო  დავები

განქორწინება, ქორწინების ბათილად ცნობა, მეუღლეთა ქონების/თანასაკუთრების გაყოფა, ბავშვის საცხოვრებელი ადგილის განსაზღვრა და ალიმენტის დაკისრება, მეუღლეთა ურთიერჩენის ვალდებულება, ბავშვის მამობის დადგენა, მარტოხელა მშობლის სტატუსი, მშობლების უფლება-მოვალეობები შვილების მიმართ და სხვა საკითხები, რომლებიც უკავშირდება ოჯახს.

მემკვიდრეობა
 

  • გარდაცვლილი პირის (მამკვიდრებლის) საკუთრებაში არსებული ქონების სხვა პირებზე (მემკვიდრეებზე) გადასვლა;

  • კანონით მემკვიდრეობა და ანდერძით მემკვიდრეობა;

  • რიგითობის საკითხები კანონით მემკვიდრეობისას;

  • მამკვიდრებლის ქონების განაწილება კანონით მემკვიდრეთა რიგის მიხედვით;

  • მამკვიდრებლის მიერ შედგენილ ანდერძთან დაკავშირებული დავები;

  • ანდერძის მეშვეობით მამკვიდრებლის მიერ თავისი ქონების, როგორც კანონით მემკვიდრეზე, ისე ნებისმიერ სხვა არანათესავ პირზე, მათ შორის იურიდიულ პირზე გადაცემასთან დაკავშირებული დავები;

  • ანდერძის ფორმასთან დაკავშირებული დავები;

  • სავალდებულო წილის მიღება;

საბანკო დავა
 

თუ ბანკმა დაგაკისრა შეუსაბამოდ მაღალი პროცენტი ან არაზომიერი პირგასამტეხლო და დაირღვა სამართლიანობის პრინციპი, თუ პირგასამტეხლოს თანხა ბევრად მეტია ვალდებულების შეუსრულებლობით გამოწვეულ ზიანზე, მაშინ ჩვენ დაგეხმარებით, რომ ბანკთან მოლაპარაკების ან სასამართლოს გზით შევამციროთ პირგასამტეხლოს ოდენობა.

თუ სესხის თანხა გადაიხადეთ, მაგრამ სესხი გადახდილად არ ჩაგითვალეს, ან სესხის თანხა გაგიზარდეს დარიცხული პროცენტებით და პირგასამტეხლოებით, ან სესხის გადახდის პირობები შეგიცვალეს, რის გამოც სესხი კიდევ უფრო გაგეზარდათ და ფიქრობთ, რომ ეს ქმედება იყო არასამართლიანი და მიზანმიმართულად მოგაყენეს ზიანი, ჩვენ დაგეხმარებით სიმართლის გარკვევაში და უკანონოდ დაკისრებული თანხების ჩამოწერაში.

თუ ბანკმა ბოროტად გამოიყენა იპოთეკით დატვირთული ქონების გაყიდვის უფლება და ქონება უსამართლოდ ან არაკეთილსინდისიერად ჩამოგართვათ. თუ ბანკმა აუქციონზე გაგიყიდათ სახლი ბევრად უფრო დაბალ ფასად, ვიდრე მისი საბაზრო ღირებულება იყო და თქვენ მოგადგათ ზიანი და დაკარგეთ ფული. თუ ბანკს ვალის გადახდის ალტერნატიული გზა შესთავაზეთ, თუმცა თქვენი ქონების ხელში ჩაგდების მიზნით პასუხი არ დაგიბრუნათ და არ დაგეხმარათ, რომ აღებული ვალდებულება შეგესრულებინათ და მოახდინა თქვენი ქონების კონფისკაცია, ჩვენ დავიცავთ თქვენს ინტერესებს, რომ სამართლიანობა დაცული იყოს და დაგეხმარებით, რომ მიყენებული ზიანი აგინაზღაურდეთ.

თუ გჭირდებათ დახმარება ვალის დაბრუნებაში, მაგალითად, თუ გაასესხეთ თანხა კერძო პირზე ან ორგანიზაციაზე და გასესხებულ თანხაზე უნდა მიგეღოთ სარგებელი წინასწარშეთანხმებული პირობების შესაბამისად, მაგრამ მოვალე კომპანიამ ან კერძო პირმა გაფლანგა თქვენი ქონება და არ დაგიბრუნათ არც ძირი თანხა და არც სარგებელი გადაგიხადათ, ჩვენ დაგეხმარებით სასამართლოს ძალით დაიბრუნოთ თქვენი გასესხებული ძირი თანხა და მიუღებელი პროცენტი.

შპს ბზიკაძე, წკეპლაძე და პარტნიორები. საადვოკატო ბიურო. 2021

bottom of page